სურსათის ეროვნული სააგენტო - საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 25 ივლისი 2025, 14:34

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას“.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში.

ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში). სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი