94
25 ივლისი 2025, 14:37
მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, წავკსიში თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში, 1900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარია გამოყოფილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |