მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 25 ივლისი 2025, 22:22

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საპატიო მედლები გადასცა.

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ღონისძიება „თბილისი არენაზე“ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ ათლეტები 120 ქვეყნიდან. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს. ასპარეზობები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებებს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი