ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 25 ივლისი 2025, 23:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 15:9 გაიმარჯვა.

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს „თბილისი არენა“ მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო, რომლის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა.

ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი