The Wall Street Journal: აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 26 ივლისი 2025, 13:38
აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხულთა 63% აფასებს, ხოლო პოზიტიურად - 33%.

ამასთან ერთად, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, რესპონდენტები „რესპუბლიკურ“ პარტიასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ნეგატიურად აფასებენ. „რესპუბლიკელებს“ ძალიან კარგად გამოკითხულთა 19% აფასებს, ხოლო „დემოკრატებს“ - 8%.

ამერიკელები ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტს ნეგატიურად აფასებენ. გამონაკლისს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის პოლიტიკა წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეები კონგრესში „რესპუბლიკელებს“ უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, „დემოკრატებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ამომრჩევლების ნეგატიური რეაქცია ტრამპის მოღვაწეობაზე ძლიერი იქნებოდა, რათა მათ მომავალ წელს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოეპოვებინათ. გამოცემა იხსენებს, რომ მსგავსი სიტუაცია ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დრო განვითარდა, როცა 2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 40 ადგილი დაკარგეს.

თუმცა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ „დემოკრატებს“ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება სჭირდებათ იმაში, რომ ისინი საქმეს ტრამპზე უკეთ გაართმევენ თავს. „დემოკრატების“ ბრენდი იმდენად ცუდია, რომ ისინი ტრამპის ან „რესპუბლიკური“ პარტიის კრიტიკის საქმეში ნდობას არ იმსახურებენ“, - აცხადებს სოციოლოგი ჯონ ანსალონე, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი