მათიკაშვილი ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 26 ივლისი 2025, 17:16
საზოგადოებამ რაც იხილა, ის ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თამარ ტალიაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ელჩის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე საუბრისას.

„იცით, რა მოკლე დროში მოგვარდა ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც უფლებამოსილების სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით იყო აუცილებელი. ამ შეხვედრაზე იყო სახელმწიფო მდივანი. საუბარი შედგა საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე.

ახლა დაეწყობიან რადიკალები, მთელი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, დაიწყებენ თავის მართლებას. თუმცა, საზოგადოებამ რაც იხილა, ის ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი