85
26 ივლისი 2025, 17:17
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე Fox News Digital-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივის გამოყენებას ეხება.
„რუსულის“ იარლიყის, ასე ვთქვათ, იარაღად გამოყენება, ეს უკვე აპრობირებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ თავად აშშ-ში.
გახსოვთ, ალბათ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, როდესაც პასუხი არ მოიძებნა, რატომ იყო ის „რუსული“ - ეს არის დასავლური ბიუროკრატიის, ეს არის „დიფ სთეითის“ [მეთოდი], რომელიც პრაქტიკულად არის ხელის შემშლელი არა მხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების, არამედ თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას უყურებს საფრთხედ“, - განაცხადა ხუნდაძემ.
Fox News Digital-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია“, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივი გაევრცელებინა - მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების მონაცემები საპირისპიროს მიანიშნებდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |