შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 26 ივლისი 2025, 19:44

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათგან რაიმეს დაგმობა არაგულწრფელია მანამდე, სანამ ისინი შვედეთის ხელისუფლების წევრის „ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობენ“.

პაპუაშვილი გამოხმაურებასთან ერთად „ფეისბუქზე“ აქვეყნებს 2024 წლის ნოემბერში, ოტოსონის მიერ გაკეთებული განცხადების ამსახველ ვიდეოს, სადაც ის საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებს.

„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია”,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს.

„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი