161
27 ივლისი 2025, 11:42
თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი 50.5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მეტეოროლოგებმა ძლიერი სიცხე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილიპიში დააფიქსირეს, რომელიც ერაყს ესაზღვრება.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსით მაღალია სეზონისთვის დამახასიათებელი საშუალო მონაცემებთან შედარებით.
გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც, გაუწყლოვნებისა და დასიცხვის სიმპტომებით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |