კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 28 ივლისი 2025, 11:52

კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლომბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.

საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.

ზურაბ მჭედლიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლომბიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ასევე ესწრებოდა კოლომბიის საგარეო საქმეთა მინისტრი,  როსა იოლანდა ვილავისენსიო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი