სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის, ასევე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა პაპუნა კერესელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მიზნად ისახავს დანაშაულის სრული სურათის აღდგენას და იმავდროულად, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის, ასევე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დღესაც შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით.
აღნიშნული მიზნად ისახავს დანაშაულის სრული სურათის აღდგენას და იმავდროულად, შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |