შალვა პაპუაშვილი :ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 28 ივლისი 2025, 17:45

არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამბობს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და აგვისტოს ომის წინ რუსების შემოშვება, მათთვის კომფორტის შექმნა, პროვოკაციაა“.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობია“.

„რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა. არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.

ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგად ევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა. ამიტომ არიან ეს „ენჯეოები“ ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი, დღეს, ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე „ენჯეოების“ ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა. რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის" წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?“- წერს შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და მათ კომფორტი შეუქმნა. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის წინ, რუსი სამხედროების ჩამოყვანით საზოგადოებას სპეციალურად უწყობს პროვოკაციას, რომ შემდეგ „რუსი ღორების გამო, ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭიროს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი