დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 28 ივლისი 2025, 18:00

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს 10 ან 12 დღის ოდენობით ვადას აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.

ამასთან, როგორც ტრამპმა განაცხადა, „თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მეორად სანქციებს დავაწესებთ“.

„არ მინდა რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ, მან [ვლადიმერ პუტინი] შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის მიცემულ 10 ან 12-დღიანი საბოლოო ვადის შესახებ განცხადებას დღეს ან ხვალ გაავრცელებს.

„ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებებით დიდად დაინტერესებული აღარ არის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი