დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია - მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 28 ივლისი 2025, 21:54

დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

„ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ - წერს დიმიტრი მედვედევი.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 - დღიან ბოლო ვადას აძლევს.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი