აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 29 ივლისი 2025, 12:21

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ,- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით „ლიბერალი ზაზები".

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - „რუსეთუმე“, „პრორუსული“, „რუსული ჩარევა“.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - „რუსეთუმე“, „პრორუსულ“, "რუსული ჩარევა". თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა“ ამხილეს.”- წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი