ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 29 ივლისი 2025, 13:23
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, „სოციალ-დემოკრატი“ კატარინა ბარლი აშშ-თან ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას აკრიტიკებს.

გერმანელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია. ბარლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება შეერთებულ შტატებზე ევროკავშირის სტრუქტურულ დამოკიდებულებას გაზრდის. ბარლის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტარიფები, არამედ ევროპის „სტრატეგიული სუვერენიტეტის“ შენარჩუნებაც.

„ეს შეთანხმება არ არის გარღვევა, არამედ ევროპის სისუსტის აშკარა ნიშანია. კომისია უზარმაზარ ზეწოლას დაემორჩილა. თანასწორი პირობებით სამართლიანი შეთანხმების ნაცვლად, ახლა ჩვენ გვაქვს კომპრომისი, რომელიც ტვირთად აწვება ევროპის ძირითად ინდუსტრიებს და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს სტრუქტურულ დამოკიდებულებას აშშ-ზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია კრიტიკულ ტექნოლოგიებში, ევროპის ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთო უსაფრთხოების არქიტექტურა. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ევროპა მსოფლიოში საკუთარი თავის ჭეშმარიტად დამკვიდრებას“, - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი