Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 30 ივლისი 2025, 13:17

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჟღერებულმა ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნავთობის ფასმა ჯერ მკვეთრად იმატა, ხოლო ცოტა ხანში დასტაბილურდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ასე, მაგალითად, Brent-ის მარკის ნავთობი 10 ცენტით, 71,58 დოლარამდე შემცირდა, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 11 ცენტით, 69,11 დოლარამდე დაეცა. მაგრამ მოგვიანებით ფასმა ზრდა დაიწყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, ორივე ტიპის ნავთობი 29 ივლისს 20 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასად იყიდებოდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სანავთობო ბაზარზე ფასთან ასეთი რყევის მიზეზი ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების იდეა გახდა. ამასთან ერთად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთი გააფრთხილა, რომ თუ ოფიციალური პეკინი რუსული ნავთობის შესყიდვას განაგრძობს, მას 100-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსულ ნავთობზე უარის თქმას ჯერ არ აპირებს.

„მოსალოდნელია, რომ 4-5 დოლარის ფარგლებში რისკის პრემია, რომელიც ბოლო დღეებშია შემოღებული, შენარჩუნდება, თუ პუტინი დათმობაზე არ წავა“, - განუცხადა სააგენტოს ანალიტიკური კომპანია Vanda Insights-ის დამფუძნებელმა, ვანდანა ჰარიმ.

ამასთან ერთად, ბაზარი ელოდება, რომ ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტი გაიზრდება, რაც ფასების ზრდას შეაჩერებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი