233
30 ივლისი 2025, 13:20
ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას დაკავებას ეხმაურება.
„სუს-ის მიერ დღეს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს თაღლითურად ფულს სძალავდა ბინადრობის უფლების მიცემის სანაცვლოდ, ყოფილი პოლიციელია. ის, 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს.
ეს ხართ თქვენ, ბინძური პარტიის „ობშიაკში“ ბინძური ფულის ბინძური შემწირველები.
ტავტალოგიაში ბრალი არ დამდოთ-სხვა სიტყვის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია“, - წერს გეგეჭკორი.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |