ირაკლი ზარქუა - არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 30 ივლისი 2025, 19:54

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა, დაარღვევს კანონმდებლობას, რეაგირება ადეკვატური იქნება.

„ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა და კანონმდებლობას დაარღვევს, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, რეაგირება ადეკვატური იქნება. ბელადი, მზეთუნახავი იქიდან რას იტყვის, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან მისი ამიცანაა, საზოგადოება დაძაბოს და ქაოსში შეიყვანის. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

ერთი ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვიდრე მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“, მშვიდიბა იქნება და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიქნებით აქცენტირებული. ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, აქცენტირებული ვიქნებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად შევუქმნათ უკეთესი საცხოვრისი, უკეთესი პირობები ცხოვრებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ცხოვრების ნაწილში, ეს ქვეყანა უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი