მამუკა ხაზარაძე აქციაზე დაკავებულებს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და მისივე პარტიის წევრ ვეფხია კასრაძეს დაბადების დღეს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 30 ივლისი 2025, 23:10

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აქციაზე დაკავებულებს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და მისივე პარტიის წევრ ვეფხია კასრაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით ხაზარაძე წერს, რომ პირადად არ იცნობს, თუმცა მისი ხასიათით და საქციელით „შორიდან კარგად გაიცნო“:

„ანდროს პირადად არ ვიცნობ, თუმცა კარგად გავიცანი ასე, შორიდან - მისი მტკიცე ხასიათით, ნაღდი ქართული და ქალაქური ბუნებით, სილაღით და კეთილშობილებით.

ანდრო, მინდა რუსთავის ციხიდან მოგილოცო დაბადების დღე, მხნეობა და ჯანმრთელობა გისურვო! ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! მალე მენახე თავისუფლებაზე! პატივისცემით, მამუკა ხაზარაძე“,- წერს ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერი ასევე მიმართავს ვეფხია კასრაძეს.

„ვეფხო, ძმაო გილოცავ! მინდა მალე გნახო თავისუფლებაზე, შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის მერეც ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და რომლისთვისაც თავს წირავ ყოველთვის, დაუფიქრებლად!

მაგრად მეყოლე! შენი ძმა, მამუკა“,- წერს ხაზარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეთრის სახლის მრჩეველი სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები. ეს სამარცხვინოა
ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა
პროტესტი უკვე ევროკავშირშიც ფიქსირდება, რაც გამოიწვია იმან, რომ ევრობიუროკრატები არაევროპულად იქცევიან და ჭკუას ასწავლიან სხვას, თან სახიფათოდ
არქივი