მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 31 ივლისი 2025, 23:06

საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დაკავება იმას მოჰყვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკას არ აჰყვა.

„საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო. ანუ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული და შემდეგ თქვათ, რომ ანტიდასავლური განწყობები არის გამოძიების მამოტივირებელი. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ყველაფერი ეროვნული, რაც ხდება საქართველოში, ყველაფერი რუსულად ინათლება. მარაზმში ჩადის ლოგიკა, რომელიც აგენტურამ დაალაგა, თუმცა ამას არ აქვს ადამიანებზე გავლენა. იმიტომ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და იმიტომ გამოვდივართ ეროვნული ინტერესებიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი