დონალდ ტრამპი - შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 01 აგვისტო 2025, 21:58

ახლახან შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს უამრავი არასაჭირო სიკვდილია.

„თუმცა, უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა. 2025 წლის პირველი იანვრიდან მათ დაახლოებით 8000 ჯარისკაცი დაკარგეს და ეს რიცხვი მათ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით, რადგან რუსული რაკეტები კიევსა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩამოვარდა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!” – წერს ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული
არქივი