მაია მწარიაშვილი - არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი, ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 01 აგვისტო 2025, 21:59

მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, - ამის შესახებ დაახლოებით 8-საათიანი დასკვნითი სიტყვის დროს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან -სხვაგვარად.

„ამის შემდეგ ბევრი წელი, მთელი საზოგადოება მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით.

არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი, ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.

მზია ამაღლობელის გაწნული სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაულებრივი. ერთსაც გვატყუებს ბრალდების მხარე და მეორესაც და ძალიან არ მინდა სასამართლომაც იგივე გაიმეოროს“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა, რომლის სიტყვასაც „ბათუმელები“ ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი