ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 01 აგვისტო 2025, 23:26

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ღებს, ჭიორას და გლოლას.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია და ვითარება კონტროლდება. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ამასთან, სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც  ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

ონის მერიის ცნობით, სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან დაზარალებულ უბნებში და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
არქივი