2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 02 აგვისტო 2025, 14:31

2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, რაც მათი დავალებაა.

„2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და ა.შ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ანუ თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში New York Post-ის სტატია გააზიარა
ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით დისკუსია ჩაახშო
ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
არქივი