ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 03 აგვისტო 2025, 17:33

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ორნიშნა  შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე და ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში.

„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ამ ადამიანებს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება. დანარჩენზე საზოგადოება მსჯელობს. ყველფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს ყველფერი არის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი