ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 03 აგვისტო 2025, 17:38

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის.

„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს. ჩემი მიზანი იცით, რაც არის, გვინდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი