გაღიზიანებას უსამშობლოთა ბანაკში იწვევს „დიპ სტეიტის“ რეალობად და არა ილუზორულ სუბსტანციად აღიარება.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
364 06 აგვისტო 2025, 16:24

ვერ უბედავენ და ვერ დასცინიან ვერც დონალდ ტრამპ-უმცროსს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი - სწორედ „დიპ სთეიტის“ ბოროტმოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენენ. არ იმჩნევენ აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ღია განცხადებებს, რომელიც სწორედ რომ „დიპ სთეიტისა“ და მისი პროპაგანდის სამიზნე გახდა, მას შემდეგ რაც სააშკარაოზე გაიყვანა „დიპ სთეიტის“ მიერ 2016 წელს ორგანიზებული, „რაშა გეითსის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაცია და მასში მონაწილე გავლენიანი მთავარი გმირები - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ერთი მეორის მიყოლებით „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტურა უაპელაციოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, „რუსულ კანონებზე“, „რუსულ მთავრობაზე“ აგებულ ცილისმწამებლურ ანტიკონსტიტუციურ კამპანიას აწარმოებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, საქართველოშიც ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ არანაკლებად ხმაურიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მოლოდინში ვართ.

„ყველაზე დიდ გაღიზიანებას ადგილობრივ უსამშობლოთა ბანაკში იწვევს „დიპ სტეიტის“ - როგორც რეალობად, და არა ილუზორულ სუბსტანციად აღიარება. რა თქმა ამის აღიარება ქართული საზოგადოების მხრიდან. თვით აშშ-ს პრეზიდენტის, თუ მისი ადმინისტრაციის მიერ „დიპ სთეიტთან“ აპელირებას ჩვეულ მანერაში ისინი არ იმჩნევენ, ხოლო საქართველოში ანალოგიური რიტორიკა მათ რიგებში ქილიკის და ნერვული სიცილის საგნად იქცა.

ვერ უბედავენ და ვერ დასცინიან ვერც დონალდ ტრამპ-უმცროსს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი - სწორედ „დიპ სთეიტის“ ბოროტმოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენენ. არ იმჩნევენ ვერც აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ღია განცხადებებს, რომელიც სწორედ რომ „დიპ სთეიტისა“ და მისი პროპაგანდის სამიზნე გახდა, მას შემდეგ რაც სააშკარაოზე გაიყვანა „დიპ სთეიტის“ მიერ 2016 წელს ორგანიზებული, „რაშა გეითსის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაცია და მასში მონაწილე გავლენიანი მთავარი გმირები.
ამერიკის მთავარი მზვერავის, ტულსი გაბარდის მიერ მხილებული ეს „რუსული აფიორა“ დღეს უკვე სასამართლოშია და ყველა, ვინც დონალდ ტრამპს ადანაშაულებდა რუსეთის პოლიტიკის გატარებაში - მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. მანამდე კი ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონს ამ საქმის ფარგლებში ჩვენებების მიცემა მოუწევთ კონგრესში და ამ პროცედურას თავს ვერანაირად ვერ აარიდებენ. დღეს „დიპ სთეიტის“ გავლენის აგენტები სრულ პანიკაში არიან და თავის ამერიკელ „აკაცუკებს“ ტულსი გაბარდის წინააღმდეგ ამხედრებენ.

„მე ჩემს საქმეს ვასრულებ - ვამხელ „დიპ სთეიტის“ მოქმედ სახიფათო პირებს“ - ამბობს შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ და სხვა მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს დაზვერვის ინფორმაცია, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა - „ისინი უგულებელყოფენ და უარყოფენ სიმართლეს.

აბუჩად იგდებენ ყველას, ვინც მათ ამხელს. ეს გაუკეთეს ტრამპს. ახლა ამას მე მიკეთებენ“. ამერიკაში მიმდინარე სასამართლო პროცესი გამადიდებელი შუშით უნდა იქნას შესწავლილი საქართველოშიც - სადაც არანაკლებად სახიფათო „რაშა გეითი“ განვითარდა ჩვენს თვალწინ.

ერთი მეორის მიყოლებით „დიპ სთეიტის“ ადგილობრივი აგენტურა უაპელაციოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, „რუსულ კანონებზე“, „რუსულ მთავრობაზე“ აგებულ ცილისმწამებლურ ანტიკონსტიტუციურ კამპანიას აწარმოებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, საქართველოშიც ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ არანაკლებად ხმაურიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მოლოდინში ვართ. დღეს აშშ და საქართველო ამ საერთო ვერაგი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე როგორც არასდროს - ახლოს არიან ერთმანეთთან“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი