ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდ გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია, ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო „დიფ სთეითის“ არსებობა-არარსებობის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
398 06 აგვისტო 2025, 17:29

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდ გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია. ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო "დიფ სთეითის" არსებობა არარსებობის შესახებ. ზოგმაც კი თავი პირდაპირ გაშიფრა და თავად აგენტმა სხვას დააბრალა ვითომდა ანტი-დასავლური რიტორიკა და პრო-რუსობა. დღეს კი რას ვხდავთ: იგივე პრობლემაზე საუბრობს თავად აშშ-ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი, ოღონდ არ მითხარათ ახლა, რომ ქალბატონი გაბარდიც რუსული ნარატივებითაა შეპყრობილი, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ტულსი გაბარდიც ადასტურებს, რომ ისეთი განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, "დიფ სთეითი" სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც აშშ-ის, სიე საქართველოს შემთხევაშიც, „დიფ სთეითის“ ნებისმიერი გამოვლინების მხილება, უსამშობლო აგენტურის და მათი პატრონების მხრიდან, განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს.

„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდ გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია. ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო "დიფ სთეითის" არსებობა-არარსებობის შესახებ. ზოგმაც კი თავი პირდაპირ გაშიფრა და თავად აგენტმა სხვას დააბრალა ვითომდა ანტი-დასავლური რიტორიკა და პრო-რუსობა. დღეს კი რას ვხდავთ: იგივე პრობლემაზე საუბრობს თავად აშშ-ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი, ოღონდ არ მითხარათ ახლა, რომ ქალბატონი გაბარდიც რუსული ნარატივებითაა შეპყრობილი. "დიფ სთეითი“ რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამას აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდიც ადასტურებს. ახლა წარმოვიდგინოთ ზე-სახელმწიფო, ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე, რომელსაც თავისი ინტერესები და გავლენები მსოფლიოს ყველა წერტილში გააჩნია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავისივე ქვეყანაში შეეჯახა ისეთ პრობლემას, რომლის გადალახვა მასაც კი უჭირს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „დიფ სთეითი“, რეალურად ფინანსურად იმდენად ძლიერი „დაჯგუფებაა“ თავისი ოლიგარქიული ოჯახებით და მედიამაგნატებით, რომ ეს არც ისე ადვილია.

თუ მათ პოლიტიკას არ ემხრობი ავტომატურ რეჟიმში მათი მტერი ხარ, ამერიკელი ხალხის ან ევროპის, ან სულაც დასავლეთის მოწინააღმდეგე ხარ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პრორუსი ხარ. ამერიკის დაზვერვის შეფი ამხელს მათ საცეცებს ყველგან, მათ შორის, საკუთარ სტრუქტურაშიც, თუმცა, როგორც ჩანს, მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მარტო საზოგადოების მხრიდან ასევე ბატონი ტრამპისგანაც. რაც შეეხება ევროპას, აქ „დიფ სთეითის" ფესვები იმდენად ღრმადა გადგმული, უახლოეს პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ნაკლებ სავარაუდოა, რაშიც საერთაშორისო სამხედრო სამრეწველო კომპლექსიცაა ჩართული. უფრო აქტიურად მათი მოქმედება ცალკეული სახელმწიფოების მიმართ არის მიმართული, სუვერენიტეტის წაშლა, ეროვნული და კულტურული იდენტობის განადგურება, სწორედაც რომ „დიფ სთეითის“ მიერ არის ორგანიზებული. ამ მზაკვრული გეგმის შეფუთვა, ევროპული და დემოკრატიული ღირებულების დაცვის ყალბი პროპაგანდით ხორციელდება. ამ ყველაფერს კი, როგორც წესი, იძულების, გაწერილი ვალდებულებების, მუქარის და შანტაჟის ფორმა გააჩნია.

საგულისხმოა, რომ ჩვენს შემთხევაშიც „დიფ სთეითის“ ნებისმიერი გამოვლინების მხილებაც, უსამშობლო აგენტურის და მათი პატრონების მხრიდან, განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს, ტაქტიკა კი აქაც ასეთია, რომ „დიფ სთეითის“ მხილება, თითქოსადა ანტიდასავლურია, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა - რუსული ნარატივი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა დონეზე შესუსტდება ან როდის დამარცხდება „დიფ სთეითი,“ მიუხედავად ამისა, ჩვენ რომ მისი ძალაუფლება საქართველოში არ უნდა დაუშვათ ცხადია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი