გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 09 აგვისტო 2025, 11:48
საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრის შენარჩუნების შესაძლებლობას და ამავდროულად, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი წილის ყრით უნდა მიენიჭოთ, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა.

მისი თქმით, წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას. შესაბამისად, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში.

„საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრის შენარჩუნების შესაძლებლობას და ამავდროულად, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი წილის ყრით უნდა მიენიჭოთ.

ერთი მხრივ, რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, უნდა არსებობდეს ზოგადად ასეთი უფლებამოსილება; მეორე, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა არა უგვიანეს 17 ივლისისა და მესამე, სანამ გაიმართება წილის ყრის პროცედურა, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ამგვარი უფლებამოსილება მთლიანობაში 7 პოლიტიკურ გაერთიანებას გააჩნდა, თუმცა, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკოს თავმჯდომარეს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, არ მომართა. აქედან გამომდინარე, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდება მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას.

რაც შეეხება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება ზოგადად დოლურაში და გათამაშდება“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის ვადა 8 აგვისტოს ამოიწურა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი