ირაკლი კობახიძე გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე - კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 15 აგვისტო 2025, 22:29

ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გახარიას და „ლელოს“ პარტიის ლიდერების ბერლინში შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია.

„კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები. სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები. საბოლოოდ, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი