ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს, ომის დასასრულებლად, კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 16 აგვისტო 2025, 07:17

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს.

„უკრაინაში ომის დასასრულებლად, კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს.

„ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმებები უკრაინის პრობლემის გადაჭრისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის საყრდენ წერტილად იქცევა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კიევი და ევროპა დაბრკოლებებს არ შეუქმნიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი