საქართველოს კალათბურთელთა 16-წლამდელთა ნაკრებმა „ევრობასკეტზე" ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 16 აგვისტო 2025, 19:21

16-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 88:84 დაამარცხა, ტურნირზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რუმინელებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ლუკა ფოჩხუა იყო, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 8 მოხსნაა, 10-ქულიანი ზღვარი გადალახეს ბესო გიგაურმა (15 ქულა, 6 მოხსნა), საბა პატაშურმა (13 ქულა, 6 პასი), აკმალხან აუბაქიროვმა (13 ქულა, 6 მოხსნა) და დავით ტრაპაიძემ (12 ქულა, 6 პასი).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი