Fox News-მა მელანია ტრამპის პუტინისადმი წერილის ტექსტი გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 17 აგვისტო 2025, 12:57

Fox News-მა გამოაქვეყნა იმ წერილის ტექსტი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისწერა.

გზავნილის შინაარსის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობებისგან განსხვავებით, ტექსტში უკრაინა საერთოდ არ არის ნახსენები. მელანია ტრამპი პუტინს მთელი მსოფლიოს ბავშვებისა და მომავალი თაობების დაცვისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელ სამყაროში ზოგი ბავშვი იძულებულია გულში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც მათ ირგვლივ არსებული სიბნელე არ შეხებია - ეს არის ჩუმი გამოწვევა იმ ძალებისთვის, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მათ მომავალი აართვან. ბატონო პუტინ, სწორედ თქვენ შეგიძლიათ ამ ბავშვებს მელოდიური სიცილი დაუბრუნოთ“, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, პუტინს შეუძლია ამ ბავშვების „უმანკოება“ ერთი ხელმოწერით დაიცვას. „თქვენ არა მხოლოდ რუსეთს, მთელს კაცობრიობას გაუწევთ სამსახურს“, - აღნიშნავს პირველი ლედი.

მელანია ტრამპის წერილი პუტინს აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს გადასცა. Fox News-ის ცნობით, პუტინმა წერილი მიღებისთანავე, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების თანდასწრებით წაიკითხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი