ვიქტორ ყიფიანზე: უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებმა „დიფ სთეითის" დავალებით ყურებით დაითრია, ორიოდ კაპიკს უხდიან და სისულელეს ალაპარაკებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 20 აგვისტო 2025, 12:44

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ მიზანი ევროპასთან ხიდის ჩატეხაა.

ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანს უტიფარსა უწოდებს და აცხადებს, რომ ის უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებს „დიფ სთეითის“ დავალებით ყურებით ჰყავთ დათრეული და მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ამ წვრილფეხა აგენტმა, ბიძინა ივანიშვილთან საქმიანობის დროს დამქირავებელს ნახევარი მილიონი მოჰპარა.
როდესაც ქურდობის ფაქტზე გამოიჭირეს - მუხლმოდრეკილი ითხოვდა პატიებას და დროს, თანხის დასაბრუნებლად. არსებობს ამ ამბის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, თანაც უამრავი.

შემდეგ, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებმა „დიფ სტეიტის" დავალებით ყურებით დაითრია, ორიოდ კაპიკს უხდიან და ამ სისულელეს ალაპარაკებენ.
იმდენად უტიფარია, რომ ნაცვლად პირის დაკუმვისა, უკვე პოლიტიკური დავალებების შესრულებასაც აღარ ერიდება და
ვფიქრობ, მალე მოვა დრო, რომ საზოგადოება დეტალურად გაიგებს ამბავს მისი ქურდბაცაცობის და უცხო ქვეყნის ძალებთან თანამშრომლობის შესახებ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი