დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან - მეორეს, ხან მესამეს აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 20 აგვისტო 2025, 12:53

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ და არც არაფერი.

„რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, ხედავთ, რომ ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი, ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი