162
20 აგვისტო 2025, 15:59
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით მან 37 ადამიანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა.
გაბარდმა დაზვერვის მოქმედ თანამშრომლებს საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებაში საიდუმლო ცნობების პოლიტიზებასა, განზრახ დამახინჯებასა და მათ უკანონოდ გავრცელებაში დასდო ბრალი.
გაბარდი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის” წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ და საკუთარი ინტერესების გასატარებლად დაზვერვის მონაცემებით მანიპულირებდნენ.
„ისინი არიან ცუდი აქტორები, რომლებიც უნდა აღმოვფხვრათ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკელი ხალხის ნდობის დაბრუნების შესაძლებლობა დამოკიდებულია ამ ცუდი აქტორების გამოაშკარავებასა და მათ პასუხისგებაში მიცემაზე“, - განაცხადა გაბარდმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |