შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ის იყო გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის მძიმე წლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 20 აგვისტო 2025, 20:04

ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.

ის, თითქმის სამი ათწლეული, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის ყველაზე მძიმე წლებში.

საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სიძლიერესა და უკეთეს მომავალს დაუთმო.

ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი