საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 20 აგვისტო 2025, 22:45

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰუგო მოტასთან გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და მისი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის თემას ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენდა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბრაზილიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრის დასასრულს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიელ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და აღნიშნა მათი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის  შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ზურაბ მჭედლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი