მაკკეინის ინსტიტუტი: გადამწყვეტი როლი შევასრულეთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟების გამო სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 21 აგვისტო 2025, 10:49

მაკკეინის ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას შესახებაც.

განცხადების თანახმად, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი გვარამიას გათავისუფლებაში. მაკკეინის ინსტიტუტი წერს, რომ ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო იყო დაპატიმრებული.

„მაკკეინის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედიასთან ურთიერთობის, პოლიტიკური ჩართულობისა და იურიდიულ ჯგუფებთან კოორდინაციის გზით, მაკკეინის ინსტიტუტმა შვიდი თვის განმავლობაში ადვოკატირების შემდეგ, მისი შეწყალების და გათავისუფლების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი." - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გვარამია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი