ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 21 აგვისტო 2025, 12:37

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის ლიდერს შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში შეხვდება, თუმცა ცალსახად არა მოსკოვში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რაც შეეხება ბუდაპეშტს, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს საკამათო საკითხია, რადგან უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიოდა.

„ჩვენ არავითარი ჩრდილი არ გვჭირდება, ჩვენ გვსურს კოორდინირება ამერიკელებთან. ძალიან მინდა, რომ ევროპა ესწრებოდეს [მოლაპარაკებებს]. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრის ფორმატმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. მათი ყოფნა მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღეში ჩვენ ვიდეო კავშირის მეშვეობით რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ერთ დღეში ყველამ საკუთარი გეგმები შეცვალა და ვაშინგტონში მხოლოდ უკრაინისთვის შეიკრიბა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ევროპასთან ასეთი ურთიერთობები, მხარდაჭერა ავაშენეთ“, - თქვა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი