უკრაინა საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობისთვის და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 21 აგვისტო 2025, 15:30

უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას შესთავაზა, გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია მთავრობის საპარლამენტო მდივანზე ტარას მელნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს სამხედრო მოსამსახურეების საზღვარზე გადაადგილების კონტროლის სისტემაში. მთავარი სიახლე იქნება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ყველა შემთხვევის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში გადაცემა და სისხლის სამართლის სანქციების გამკაცრება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას სამი ახალი ტიპის დანაშაულისთვის: საომარი მდგომარეობის დროს საკონტროლო პუნქტების გარეთ უკანონო საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურებისთვის, საზღვარგარეთ ყოფნის დადგენილი ვადის დარღვევისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია
ვლადიმერ ბოჟაძე: რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან - გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ის არც კი წაიკითხა
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
არქივი