მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილე პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს მიულოცა და აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 21 აგვისტო 2025, 15:49

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილე პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს მივულოცე და აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადავეცი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

„დღეს აკადემიის კურსდამთავრებულები შეუერთდნენ იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. ქართველი სამხედროების ერთგულება, თავდადება და სამშობლოს უანგარო სიყვარული ის საფუძველია, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი აწმყო და მომავალი დგას. კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ კურსდამთავრებულებს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და თქვენი მფარველი“, – წერს ყაველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი