ნიკოლ ფაშინიანი - მოქალაქეებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩემს მიდგომას ყარაბაღზე, რევოლუციისკენ მოვუწოდე, ფაქტია, არ მოაწყვეს, რადგან მიხვდნენ, რომ ამის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 21 აგვისტო 2025, 16:16

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რევოლუციისკენ მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, ვინც ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მის მიდგომას არ ეთანხმება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის ყარაბაღის მოძრაობაში მეშვიდე კლასიდან იყო ჩართული და 2025 წლის მარტში პარლამენტის ტრიბუნიდან, როგორც პრემიერ მინისტრმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე განაცხადა, რომ ყარაბაღის მოძრაობა არ უნდა გაგრძელდეს და სწორედ ამ პრინციპით აპირებს ქვეყნის ხელმძღვანელობას.

„მე მაშინ ვთქვი, თუ სომხეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, მე თავად მოვუწოდებ მოქალაქეებს რევოლუციისკენ. ვვარაუდობ, რომ პირველი და ერთადერთი პრემიერ-მინისტრი ვარ მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც თავად მოუწოდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რევოლუციისკენ, თუ ისინი არ ეთანხმებიან გაცხადებულ სტრატეგიას. მეორე ასეთ შემთხვევას მე არ ვიცნობ. ფაქტია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ მოაწყვეს რევოლუცია, რადგან მიხვდნენ, ისევე როგორც მე, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სხვები ყარაბაღის მოძრაობას სხვაგვარად ხედავენ და მას სასარგებლო ბერკეტად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს სომხეთის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და კეთილდღეობას.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ბერკეტი კარგად იყო გამოყენებული. ახლა დადგა მშვიდობის ეპოქა და სომხეთის მოქალაქეებმა ეს კმაყოფილებით მიიღეს. ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი