სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 21 აგვისტო 2025, 16:46

ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, მათ შორის ბატონ ზელენსკისთან, იმ პირობით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული, ხოლო ექსპერტები და მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე რაიმე სახის შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრება.

„თუკი საქმე მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ იმ პირის ლეგიტიმურობის საკითხი უნდა გადაწყდეს, ვინც შეთანხმებებზე ხელს უკრაინის მხრიდან მოაწერს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი