პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 21 აგვისტო 2025, 17:27

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ. ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარტია აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, სიცრუეა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე. ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ. ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს“, – წერს პარტია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი