„ქართული ოცნება“ - საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 22 აგვისტო 2025, 12:33

ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს.

„სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს : პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ცენტრის გამოკვლევით საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე პოზიციაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევა იხილეთ ბმულებზე: https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/ipi/index-of-public-integrity

https://corruptionrisk.org/integrity/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი