საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 22 აგვისტო 2025, 15:48

საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ნოემბერს ბრალდებულმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულმა ქმედებამ 534 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი