მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 22 აგვისტო 2025, 15:50

სახელმწიფო პროგრამის, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების საქმიანი ტური გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პროდიუსერებმა დაათვალიერეს კინოგადაღებისთვის საინტერესო ლოკაციები, გაეცნენ საქართველოში კინო და ტელეწარმოების პროცესს და ადგილობრივი კინოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

„როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კინოპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას, როგორც ლამაზი ბუნების და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ მოწვეულ პროდიუსერებს შორის იყო კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჰოლივუდურ პროექტებს მალე ვიხილავთ“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა კი 200 მლნ ლარს აღემატება.

პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამის პოპულარიზაცია აქტიურად ხდება სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა თუ კინომარკეტებზე, მათ შორისაა: კანის და ბერლინის კინოფესტივალები, ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ამერიკული კინობაზრობა. შედეგად, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა აღნიშნა, პროგრამა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარებას, რადგან პროგრამის მიერ მხარდაჭერილ კინოპროექტებში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი