დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 23 აგვისტო 2025, 06:08

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დააფიქსირა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მუქარა, თუ უახლოეს ორ კვირაში უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით პროგრესი არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„მე ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ის უკმაყოფილო იყო რუსეთის მიერ მიმდინარე კვირაში უკრაინაში მდებარე ამერიკულ ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

„ეს არ მახარებს და არც არაფერი მახარებს, რაც ამ ომს უკავშირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი